25/01/2022
17:23
საზოგადოება
„მწვანე პასპორტების საკითხზე ჩემი განცხადება სწორად არ იყო აღქმული - შეიძლება ჩემი ბრალიც იყო, რომ სრულად არ განვმარტე ეს საკითხი. მე ვთქვი, რომ ვეყრდნობით იმ ნორმატიულ აქტს, რომელიც გამოცემულია 11 იანვარს. ჩვენ გვქონდა ბევრი მომართვა, როდესაც ადამიანებს ჰქონდათ კოვიდის სიმპტომები, ისინი აღრიცხვაზე იყვნენ 112-ში, ონლაინკლინიკებში, მაგრამ არ ჰქონდათ ტესტი ჩატარებული ან მათი ტესტის პასუხი არ იძებნებოდა პორტალზე, ანუ ბაზაში. ამ ადამიანებისთვის გამოიცა ბრძანება, რომ ისინი, ვისაც 1 დეკემბრამდე ასეთი მოცემულობა ჰქონდათ, თუ იყვნენ აღრიცხულები და ოჯახის ექიმი მათ კურირებდა, ამ ცნობების საფუძველზე ისინი აღინუსხებიან პორტალზე და მოხვდებიან მწვანე პასპორტების ბაზაში. ანუ ეს არ არის ყველა იმ ადამიანზე, ვინც დღეს დარეკავს და იტყვის, ინფიცირებული და დამარეგისტრირეთო“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.
0
0