ამირან გამყრელიძე: დღეს ქვეყანაში 900 000-მდე დოზა „ფაიზერია“ - აქედან უმრავლესობას მარტის ბოლომდე აქვს ვადა, ნაწილს - იანვრისა და თებერვლის ბოლომდე
12/11/2021
11:12
საზოგადოება
A-
+A
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას.
„დღეს ქვეყანაში 900 000-მდე დოზა ფაიზერია. აქედან უმრავლესობას, დაახლოებით, 700 000 დოზას მარტის ბოლომდე აქვს ვადა, ნაწილს, 200 000-მდე დოზას - იანვრისა და თებერვლის ბოლომდე. ამიტომ, დოზები საკმარისია ყველასთვის - ბუსტერისთვისაც. დღეს დილას, უკვე 7 000-ზე მეტი აცრა გვაქვს. ასეთი მაჩვენებელი ნოემბრის განმავლობაში აღარ გვქონია. ანუ, იმ ინცენტივებმა და ახალმა რეგულაციებმა - იმან, რომ 1-ლი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტები რომ უნდა შემოვიდეს, რომ აცრილ ხანდაზმულ ხალხს, 60 წლის ზემოთ ვინცაა, მეტ ინცენტივს ვაძლევთ, უკვე, გარკვეული ეფექტი მოგვცა. დიდი იმედი მაქვს, ვაქცინაციის მონაცემები თანდათან მოიმატებს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
0
0
434
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%