
აშშ-ის ტარიფები გავლენას ახდენს ევროკავშირის 380 მილიარდი ევროს ღირებულების ექსპორტზე, რაც წარმოადგენს ევროკავშირის მთელი ექსპორტის 70%-ს აშშ-ში. ამის შესახებ ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში მაროს სეფკოვიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა ვაშინგტონთან სავაჭრო უთანხმოებების შესახებ ევროკავშირის არაფორმალური მინისტერიალის შემდეგ.
”ევროკავშირის ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან, ჩვენს მთავარ პარტნიორთან, რთულ ვითარებაშია. ტარიფები გავლენას ახდენს 380 მილიარდი ევროს ღირებულების ექსპორტზე. მთელი ექსპორტის 70%-ზე მეტი ტარიფებია 20%, 25% ან უფრო მაღალი”, - თქვა მან.
მანამდე თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორმა კევინ ჰასეტმა განაცხადა, რომ ტრამპი განიხილავს საპასუხო ტარიფების 90 დღით შეჩერებას ყველა ქვეყნისთვის, ჩინეთის გარდა.
3 აპრილს ტრამპმა გამოაცხადა ახალი საბაჟო ტარიფების შემოღება რიგი ქვეყნების მიმართ. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ სიაში 184 ქვეყანა და ტერიტორიაა, მათ შორის ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანა.
0
0