
CBOS-ის [პოლონური საზოგადოებრივი აზრის] მიერ Dziennik Gazeta Prawna-სთვის ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, რუსეთთან სამხედრო შეტაკების შემთხვევაში, პოლონეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტს ამერიკული ჯარების მხარდაჭერის სჯერა.
გამოკითხულთა 63.8% დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები დაიცავს პოლონეთს „რუსეთის თავდასხმის“ შემთხვევაში. ამავდროულად, გამოკითხული პოლონელების 25.8%-ს საფრთხის შემთხვევაში ამერიკული ჯარების დახმარების იმედი არ აქვს.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ პოლონეთის მაცხოვრებლები, რომლებსაც მემარჯვენე პოლიტიკური შეხედულებები აქვთ, ყველაზე მეტად - 71.4%-ით, ენდობიან შეერთებულ შტატებს. ასევე, ბევრი ახალგაზრდის აზრით, ამერიკული ჯარები პოლონეთს დახმარებიან. საშუალო ასაკის ადამიანებს ყველაზე ნაკლებად სჯერათ ამერიკელების: ამ ჯგუფიდან გამოკითხულთა 33%-მა ეჭვი გამოთქვა ამერიკელების მოკავშირეობის გარანტიებთან დაკავშირებით.
0
0