01/07/2022
14:13
პოლიტიკა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საელჩოს ტერიტორიაზე გუშინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
როგორც მიხეილ სარჯველაძ ამბობს, ანრი ოხანაშვილს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
„როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვინმე ვინმეს თავს დაესხა, სიტუაციას ასე ნუ წარმოაჩენთ და ნუ შევეცდებით, მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია შევთავაზოთ. ამერიკის საელჩოში მოხდა მძიმე პროვოკაცია, რასაც შეიძლებოდა, კონფლიქტი გამოეწვია. ამ მძიმე შეურაცხყოფას შელაპარაკება და ადამიანურად ისეთი ფორმით დაპირისპირება მოჰყვა, რასაც შეგვიძლია, დავარქვათ, რომ ადამიანს ნერვებმა უმტყუნა ისეთი მძიმე შეურაცხყოფა იყო, რომელიც მიაყენეს. ისე წარმოჩენა, რომ ვინმეს ვინმეს გაუფრთხილებლად მივარდა და მასზე იძალადა, არც ლოგიკურია და არც დამაჯერებელი. ეს არავისთვის სასიამოვნო არ არის, მაგრამ ნუ შევეცდებით, სიტუაცია ისე წარმოვაჩინოთ, რომ ვინმემ ვინმეზე უმიზეზოდ იძალადა. მანდატის დატოვების მოთხოვნა კი, მტკნარი აბსურდია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და როგორც თავად ამბობს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვატო წერეთელის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი.
0
0