
ამერიკის საელჩოში დადიოდა ბატონი ნიკა გვარამია, ახლა რომ თავი მოაქვს როგორც მედიის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანად, უმტკიცებდა ამერიკის ელჩს, რომ მე ვარ დასაჭერი, - განაცხადა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ.
„ამერიკის საელჩოში დადიოდა ბატონი ნიკა გვარამია, ახლა რომ თავი მოაქვს როგორც მედიის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანად, უმტკიცებდა ამერიკის ელჩს, რომ მე ვარ დასაჭერი. რომ ნახოთ „ვიკილიქსში“ ამერიკის საელჩოს რამდენიმე დეპეშა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში მიდის, იქ აღწერილია ყველაფერი, როგორ უნდოდათ ჩემი დაჭერა. მაშინდელი ელჩი წერს იქ, რომ „იმედის“ გამო ხდებოდა რეალურად. „ნიუსკორპი“, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს ამერიკაში, ორჯერ ელაპარაკა კონდოლიზა რაისს. თავად მერდოკმა მითხრა შემდეგ ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომ ასეთი სიტუაცია არ მქონია, ამერიკის მთავრობიდან რომ მირეკავდეს ხალხი და მიმტკიცებდეს, რომ უნდა გამოვიდე „იმედიდან“, რადგან პრორუსულია და რუსეთის შემოყვანა უნდა საქართველოშიო - იგივე რიტორიკა, რაც დღეს არის. საბოლოოდ მერდოკი მაინც გავიდა „იმედიდან“, თუმცა სანამ იყო, მივაღწიეთ იმას, რომ შეგვიშვეს „იმედში“, - აღნიშნა რუხაძემ.
0
0