08/03/2023
09:14
პოლიტიკა
ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია საქართველოში აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა:
"ამერიკის საელჩოს პირდაპირი მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ!
განსახილველი კანონი ნამდვილად არ არის რუსული, მაგრამ ის დესტრუქცია და ხელისუფლების დამხობის მცდელობა, საქართველოში ომის გაჩაღებისთვის საფუძვლის შექმნა, ნამდვილად არის ამერიკის მხრიდან მართული!
ამერიკის საელჩო დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მშვიდობას ებრძვის გუბოზების, ეკა ხერხეულიძეების, ვინმე ნაცლიშვილების და მოღალატე, სამარცხვინო ქართველის ხელით!
ჰო და, ხელები შორს ჩვენი სამშობლოსგან!
ამერიკამ თავი შეიკავოს ომის ღია ინსპირაციისგან!
დღეს ამერიკა აღარ არის ის ქვეყანა, რომელიც ნდობის სრული მანდატით სარგებლობდა!
Stop Americ", - წერს ხოფერია.
თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია გუშინ გაიმართა. ვითარება პარლამენტთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც "ოცნებამ" ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
0
0