
ამერიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევს თეთრი სახლის სიმბოლური გასაღები გადასცა.
"მე თქვენთვის კიდევ ერთი საჩუქარი მაქვს - თეთრი სახლის სიმბოლური გასაღები. მე მას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გადავცემ" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ტრამპმა ალიევს მიმართა: "თქვენ დიდებული ხალხი ხართ. ჯერ კიდევ ჩვენ გაცნობამდე, თქვენ მე თბილად მომიხსენიეთ, ჯერ კიდევ ჩვენს არჩევნებში გამარჯვებამდე".
ალიევმა უპასუხა: "ეს ჩემი გულითადი სიტყვები იყო. თქვენ, თქვენი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს გაკეთებული საქმეებით აზერბაიჯანელი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების სიმპათია დაიმსახურეთ. ბოლო თვეებში თქვენ მოიტანეთ მშვიდობა აზიაში, აფრიკაში და ბოლოს და ბოლოს სამხრეთ კავკასიაში. ეს წარმოუდგენელია"
0
0
სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა
10/08/2025