
"ძალიან სამწუხაროა, რომ ისევე, როგორც მიმდინარე წელს, მომავალ ორ წელიწადში უკრაინის სამხედრო და სოციალური ხარჯების დიდ ნაწილს დაფარავს ევროკავშირი. ამერიკის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური დახმარება ამ სამ წელიწადში იქნება ნულის ტოლი" - ამის შესახებ რომან გოცირიძე ბრიუსელში გამართული სამიტის შედეგებთან დაკავშირებით წერს.
"ევროკავშირი უკრაინას დააფინანსებს 105 მილიარდი დოლარით ( 90 მილიარდი ევრო) 2026-2027 წლებში. ამისთვის ევროკავშირი აიღებს სესხს საფინანსო ბაზარზე ობლიგაციების გამოშვების გზით, საკუთარი ბიუჯეტის გარანტიით. ე.წ. რეპარაციული კრედიტის ვარიანტი არ გამოვიდა უნგრეთისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგობის გამო. გადამწყვეტი იყო ბელგიის პოზიცია, სადაც ინახება გაყინული რუსული აქტივები.
რეპარაციული კრედიტი ნიშნავდა სესხის აღებას გაყინული რუსული აქტივების გარანტიით, რაზეც ჯერ-ჯერობით უარი თქვეს, მაგრამ რუსული აქტივები ირიბად მაინც მოხსენიებულია ამ გარიგებაში. ამ ფულს ევროკავშირი უკრაინას აძლევს სესხად, რომელიც უკრაინამ უნდა დააბრუნოს რუსეთის მიერ რეპარაციის ანუ ომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემდეგ. თუ რუსეთმა ზიანი არ დაფარა, უკრაინა სესხს არ აბრუნებს. ამ ჩანაწერით, რუსეთის აქტივები სამუდამოდ იქნება გაყინული ევროკავშირში. სამომავლოდ ჩამოართმევენ თუ არა რუსეთს ამ რესურსებს, ძნელი სათქმელია.
ძალიან სამწუხაროა, რომ ისევე, როგორც მიმდინარე წელს, მომავალ ორ წელიწადში უკრაინის სამხედრო და სოციალური ხარჯების დიდ ნაწილს დაფარავს ევროკავშირი. ამერიკის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური დახმარება ამ სამ წელიწადში იქნება ნულის ტოლი. ტრამპის ადმინისტრაცია ამაყობს, რომ შეუწყვიტა უკრაინას დახმარება და ამავე დროს ხელს უწყობს ამერიკული იარაღის გაყიდვას ევროპულ ფულზე და ქვეყნის სამხედრო კომპლექსის შემოსავლების ზრდას. უკრაინისთვის იარაღის მიყიდვას რომ აგრძელებს, ესეც საქმეა.
ევროპაში ევროპა მთავარი ფაქტორი ხდება. ეს დიდ ფასად უჯდება, მაგრამ აცნობიერებს, რომ უკრაინის მარცხი მთელი ევროპის მარცხია.
საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნების მომავალიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უკრაინაზე. ამ კუთხით უნდა შევხედოთ, შეიძლება ითქვას, სასიხარულო ცნობას, რომ უკრაინა გაუგებარ მდგომარეობაში არ დატოვეს და გამოიძებნა მხარდაჭერის ალტერნატიული წყაროები", - წერს რომან გოცირიძე.
0
0
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
19/12/2025