ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის დაჯილდოებაზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ჩვენებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ჟურნალი Variety წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა დაჯილდოების ორგანიზატორები უარს ეუბნებიან კიევს.
ზელენსკის ადმინისტრაციას ოფიციალურად არ განუცხადებია პრეზიდენტის ცერემონიაზე გამოსვლის სურვილი. უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კანის, ვენეციისა და ბერლინის კინოფესტივალებზე და ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე აჩვენეს. აკადემიას ამ თემაზე Variety-სთვის კომენტარი არ გაუკეთებია.
გასულ წელს, დაჯილდოების ცერემონიის პროდიუსერი უილ პეკერი ზელენსკის გამოსვლას ეწინააღმდეგებოდა. მან, გამოცემის წყაროების ცნობით, გამოთქვა შიში, რომ ჰოლივუდი ყურადღებას აქცევს უკრაინის ომს იმის გამო, რომ ეს ეხება თეთრკანიანებს, მაგრამ უგულებელყოფს სხვა კონფლიქტებს მთელს მსოფლიოში.
2023 წლის ოსკარის დაჯილდოება 13 მარტს არის დაგეგმილი. ეს 95-ე ცერემონია იქნება, რომელზეც ჯილდო 23 კატეგორიაში გადაიცემა.
0
0