20/06/2023
13:14
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბარში „ხალხის ძალის“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ისინი ამერიკის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს მიმართავენ და ბრალს სდებენ საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავების ხელშეწყობაში.
„ამ თემაში არ მინდა შესვლა იმის გამო, რომ ელჩი [დეგნანი] მალე შეიცვლება. მე აღარ მინდა საუბარი წარსულზე. ჩემთვის მთავარია, რომ მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა, დაფინანსება. ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც უკვე ტოვებს თავის თანამდებობას, არამედ წინ უნდა გავიხედოთ და იმედი დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება, შეურაცხმყოფელი განცხადებების, ბილწსიტყვაობის წახალისება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ელჩი სხვანაირად იმოქმედებს, ახალი ელჩის კუთხით ჩვენ ეს იმედი უნდა გვქონდეს“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0