18/07/2022
13:16
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს, რაზეც აქტიურად მუშაობენ.
მინისტრის განცხადებით, დაახლოებით, 12 მილიონი ლარი იხარჯება ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.
,,ჩვენ ვფქრობთ, რომ გაცილებით მეტი შესაძლობლობა არის ამ ბაზარზე ღვინის ექსპორტის, ამიტომაც დავაორგანიზეთ ეს შეხვედრები და შევთანხმდით იმპორტიორებთან, ჩვენს საელჩოს საკონსულოს წარმომადგენლებთან და კომპანიასთან ერთად.
ჩვენ ერთობლივად, კოორდინირებულად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ისეთი ღონისძიებები გატარდეს, მაქსიმალური კონცენტრაცია მოხდეს ყველა რესურსის, იმისთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფრი ამ ბაზარზე ჩვენი ღვინის პროდუქციის პოპულარიზაციისთვის და ცნობადობის ამაღლებისთვის.
ჩვენ შევთანხმდით ამ კომპანიასთან, რომ წელსვე, რთველის პერიოდში, ისინი ამერიკული მედიის წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვლენ საქართველოში და მოვაწყობთ ტურს, რომელიც შემდეგში გაშუქდება ამერიკის მასმედიის საშუალებებში.
ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს და ერთი ნაბიჯი იქნება წინ, ჩვენი ღვინის პოპულარიზაციისთვის. ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ გაცილებით მეტი შედეგები გვქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ბაზარზე ზრდა გვაქვს და ეს კარგია, გაცილებით მეტი შესაძლებლობა არსებობს ღვინის ექსპორტის და ამაზე აქტიურად ვიმუშავებთ. რაც შეეხება თანხებს, ჩვენ დაახლოებით 12 მილიონ ლარს ვხარჯავთ ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ამ პროგრამას, იმ პრიორიტეტულ ბაზრებზე, რომელიც გვაქვს შერჩეული და მათ შორის არის, რა თქმა უნდა, აშშ.
ვფიქრობთ, რომ მომავალ წლებში ეს თანხები უნდა გაიზრდოს და გაიზრდება, ამავდროულად, ამ პროგრამას დაემატა უკვე ახალი პროექტი, რომელიც უშუალოდ, კომპანიების მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებას გულისხმობს. სწორედ ამაში იგულისხმება ერთიანი ძალისხმევა, რომ მათი, ჩვენი საწარმოების და იმპორტიორების და ყველას ერთობლივი ძალისხმევით, ძალიან კარგი შედეგების მიღება შეგვიძლია აშშ-ის ბაზარზე.'' - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
0
0