
კინოკრიტიკოსთა ეროვნულმა საბჭომ 2022 წლის საუკეთესო ფილმი დაასახელა. ის გახდა „Top Gun: Maverick“, რეჟისორი ჯოზეფ კოსინსკი.
ასევე ხუთშაბათს, 8 დეკემბერს, გამოცხადდა, რომ Top Gun: Maverick-ის ვარსკვლავი ტომ კრუზი მიიღებს დევიდ ო. სელზნიკის ჯილდოს.
გარდა ამისა, კინოკრიტიკოსებმა ამ ფილმის კინოოპერატორი კლაუდიო მირანდა დააჯილდოვეს.
სტივენ სპილბერგმა მოიპოვა საუკეთესო რეჟისორის ტიტული მისი ავტობიოგრაფიული საოჯახო პორტრეტისთვის, რომელიც წარმოდგენილია ფილმში The Fabelmans. მსახიობმა გაბრიელ ლაბელმა, რომელიც ახალგაზრდა სპილბერგს განასახიერებს, ამ როლის შესრულებისთვის ჯილდოც მოიპოვა.
სცენარისტმა და რეჟისორმა მარტინ მაკდონაგმა გაიმარჯვა საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის.
0
0
გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
24/08/2026
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა
24/08/2026