
აშშ-ის კანონმდებლებმა „დაბადების დღისადმი მიძღვნილი სამახსოვრო წიგნის“ ასლი გამოაქვეყნეს, რომელიც გარდაცვლილ პედოფილ ფინანსისტს, ჯეფრი ეპშტეინს, 2003 წელს გადაეცა.
წიგნაკი, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ წერილსაც მოიცავს. ტექსტის ბოლო სტრიქონში წერია: „გილოცავ დაბადების დღეს - დაე, ყოველი დღე შესანიშნავი სიურპრიზით აღსავსე იყოს“.
წიგნი გამოქვეყნდა დოკუმენტებთან ერთად, როგორებიცაა ეპშტეინის ანდერძი და მისი პირადი მისამართების წიგნი, რომელიც მოიცავდა სამეფო ოჯახის წევრების, მსოფლიოს ცნობილი სახეების, მოდელებისა და პოლიტიკოსების კოორდინატებს.
თეთრმა სახლმა უარყო ტრამპის სავარაუდო წერილის ავთენტურობა, რომელშიც ქალის სხეულის ნახატია თანდართული და განაცხადა, რომ პრეზიდენტს „ეს სურათი არ დაუხატავს და არც წერილზე მოუწერია ხელი, რადგან ეს ხელმოწერა არ ემთხვევა ტრამპის ხელმოწერას.“
თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ „პრეზიდენტ ტრამპის იურიდიული გუნდი გააგრძელებს სასამართლო დავას Wall Street Journal-ის წინააღმდეგ.“
238-გვერდიანი წიგნი ეპშტეინის 50 წლის იუბილესთვის მისმა ბრიტანელმა თანამოაზრემ და ყოფილმა შეყვარებულმა, გისლეინ მაქსველმა შეადგინა, რომელიც, 2021 წელს, მასთან ერთად, არასრულწოვანი გოგონების სექს-ტრეფიკინგისთვის მომზადებასა და მათზე სექსუალურად ძალადობაში მონაწილეობის მიღებაში დაადანაშაულეს. წიგნი 2003 წელს შეიქმნა - ეპშტეინის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებების საჯაროდ გამოქვეყნებამდე სამი წლით ადრე.
ალბომი, სახელწოდებით „პირველი ორმოცდაათი წელი“, შეიცავს ჩანაწერებს, რომლებიც, ეპშტეინთან დაახლოებულ სხვადასხვა პირებს, მათ შორის ცნობილი პოლიტიკოსებსა და ბიზნეს ლიდერებს ეკუთვნით. ტრამპის სავარაუდო წერილის გარდა, რომელიც იმ დროს ეპშტეინის მეგობარი იყო, წიგნში ასევე არსებობს, სავარაუდოდ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ჩანაწერი, რომელშიც ეპშტეინის „ბავშვური ცნობისმოყვარეობაა“ ნახსენები. კლინტონის წარმომადგენელმა აღიარა, რომ იმ დროს ის ეპშტეინს იცნობდა, მაგრამ მის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ არაფერი იცოდა.
წიგნი ასევე შეიცავს შეერთებულ შტატებში ბრიტანეთის ელჩის ლორდ პიტერ მანდელსონის მისალოცი ტექსტი, რომელშიც ის ეპშტეინს „ჩემს საუკეთესო მეგობარს“ უწოდებს. ლორდ მანდელსონის წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ პრინცი ენდრიუ დიდი ხანი აცხადებდა, რომ ძალიან ნანობდა ეპშტეინთან ურთიერთობას.
0
0