
ამერიკელი რეჟისორის, რობ რაინერისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მათ ვაჟს, ნიკ რაინერს ბრალდება პირველი ხარისხის მკვლელობისთვის ორი მუხლით წარედგინა.
როგორც ლოს ანჯელესის ოლქის პროკურორმა, ნეითან ჰოკმანმა განაცხადა, ბრალდებები მაქსიმალურ სასჯელს – სამუდამო პატიმრობას პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
პროკურორის განცხადებით, ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება, მოითხოვენ თუ არა მის სიკვდილით დასჯას. მისივე თქმით, ნიკ რაინერს ასევე ედება ბრალი საშიში და სასიკვდილო იარაღის პირადი მოხმარებისთვის გამოყენებაში.
ცნობისთვის, ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე მიშელი საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. როგორც მედია წერს, წყვილის ვაჟი ნიკი დიდი ხნის განმავლობაში ნარკოდამოკიდებული იყო. რობ რაინერის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: „როცა ჰარი შეხვდა სალის“, „უძინარნი სიეტლში“, „პატარძალი პრინცესა“ და სხვა. ამასთან, ის წარმატებული საპროდიუსერო კომპანიის, Castle Rock Entertainment-ის თანადამფუძნებელიც იყო.
0
0