
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი, ოვალურ კაბინეტში გამართულ, დონალდ ტრამპისა და ზოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას გამოეხმაურა. ის აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელი ხალხის წინაშე თავი გაინადგურა:
"ამერიკელი ხალხის წინაშე საკუთარი თავი გაინადგურა" - წერს მასკი.
თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა.
უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.
ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში, შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.
0
0
15 იანვარს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
13/01/2026