
აშშ-ის პრეზიდენტის, თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარმა სამხედრო მრჩეველმა, აშშ-ის საჰარეო ძალების გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა ირანს მოუწოდა, რომ არ ჩაერთოს ისრაელის კრიზისში. ბრაუნის განცხადებით, მას კონფლიქტის ესკალაცია არ სურს, რადგან ლიბანის შეიარაღებულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
თეთრი სახლის განცხადებით, ირანი კონფლიქტის თანამონაწილეა მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვს რაიმე სადაზვერვო მტკიცებულება, რომელიც ისრაელზე პალესტინის ისლამისტურ დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმებში მის უშუალო მონაწილეობას დაადასტურებს.
შეკითხვაზე, თუ რა არის მისი გზავნილი ირანისადმი, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა, განაცხადა: „[ის ამ კონფლიქტში] არ უნდა ჩაერთოს“.
„გვსურს, ირანს უმკაცრესი გზავნილი გავუგზავნოთ. არ გვინდა კონფლიქტის ესკალაცია და იდეა არის ის, რომ ირანმა ჩვენი გზავნილი ადეკვატურად მიიღოს”, – განაცხადა ბრაუნმა.
8 ოქტომბერს, პენტაგონმა განაცხადა, რომ ისრაელს დასახმარებლად ავიამზიდის დამრტყმელ ჯგუფს გაუგზავნიდა.
"აშშ ისრაელს მხარდაჭერის მტკიცე მესიჯს უგზავნის. ასევე ვაფიქსირებთ ჩვენს მყარ პოზიციას ამ კონკრეტული კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად", - თქვა ბრაუნმა.
მისი განცხადებით, შეერთებული შტატების არმია ისრაელს საჰაერო თავდაცვის, საბრძოლო მასალისა და უსაფრთხოების სფეროში დახმარებას „უზრდის“, რათა ქვეყანამ „ჰამასის“ უპრეცედენტო თავდასხმას უპასუხოს.
აშშ-ის საჰარეო ძალების გენერალმა „ჰამასის“ ქმედებები „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების თავდასხმებს შეადარა.
ჩარლზ ბრაუნი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციებს ზედამხედველობს. ის ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კოალიციის მიერ წარმოებულ საჰაერო ოპერაციებს აკონტროლებდა.
2006 წელს, 1 თვის განმავლობაში, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება „ჰეზბოლა“ და ისრაელი ერთმანეთს სასტიკად ებრძოდნენ.
ტრანსსასაზღვრო ძალადობის შედეგად, ისრაელსა და პალესტინელ ბოევიკებს შორის [ღაზაში, ისრაელ-ლიბანის საზღვრამდე ჩრდილოეთ ტერიტორიაზე] კონფლიქტი მნიშვნელოვნად გამწვავდა.
0
0