01/06/2023
16:14
მსოფლიო
გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ, 7 ივნისს ამერიკელ რეპერ თუფაქ შაკურს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავს გაუხსნიან.
ჰოლივუდის სავაჭრო პალატამ LA Times-ს დაუდასტურა, რომ სიკვდილის შემდგომ რეპერის საპატივცემულოდ ვარკვლავი გაიხსნება.
„დიდების ხეივანში“ თუფაქ შაკურის ვარსკვლავი რიგით 2 758-ე იქნება.
რეპერის სახელით ვარსკვლავის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას 2Pac-ის და, სექიივა "სეთ" შაკური, დაესწრება. ცერემონიას ლოს-ანჯელესის რადიოწამყვანი Big Boy უხელმძღვანელებს, ხოლო სტუმარ-მომხსენებლები რეჟისორი ალენ ჰიუზი და მწერალი ჯამალ ჯოზეფი იქნებიან.
შაკურმა, რომლის სასცენო სახელი სტილიზებული იყო, როგორც 2Pac, თავისი სადებიუტო ალბომი 1991 წელს გამოუშვა. ნიუ-იორკში დაბადებულმა რეპერმა დიდი გავლენა მოახდინა ჰიპ-ჰოპის მიმდინარეობაზე. ტოპ-სიმღერების გლობალურ ჩარტებში მოწინავე პოზიციები ეკავა მის ჰიტებს California Love, All Eyez on Me, Changes და I Ain't Mad at Cha.
2004 წელს, რეპერის სიკვდილის შემდგომ გამოშვებულმა სინგლმა Ghetto Gospel, რომელიც შეიცავს ელტონ ჯონის Indian Sunset-ის ვარიანტს, გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.
0
0