22/01/2025
23:44
პოლიტიკა
მნიშვნელოვანი მოვლენა არის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია და ჩვენ ვხედავთ უკვე პირველ შედეგებს თუ პირველ აღსრულებას იმ იდეები, რომელზეც ის საუბრობდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, გადაცემაში „იმედი Live“.
მისი თქმით, ტრამპის პოლიტიკა დაფუძნებულია ეროვნულ ღირებულებებზე, რაც მნიშვნელოვანია.
„ჯერ ნაადრევია საბოლოო შეფასებებისთვის თუმცა აქედანვე უკვე იკვეთება რამდენიმე საკითხი, რაზეც მას ადრეც ჰქონდა საუბარი და ახლა უკვე მიმდინარეობს განხორციელება. პირველი, ეს გახლავთ ამერიკის ეროვნული ინტერესების წინ წამოწევა. რაც მნიშვნელოვანია და ნიშანდობლივია ჩვენთვისაც. ვინაიდან ჩვენს ოპოზიციას, მის გვერდში მყოფ „ენჯეოებს ეროვნული ინტერესი, როგორც ტერმინი საერთოდ დაკარგული აქვთ თავიანთი პოლიტიკური ტერმინოლოგიიდან და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დამარცხდნენ ისინი არჩევნებში. სინამდვილეში მათ ვერ გააცნობიერეს, რომ საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ამ დიდ იდეებზე იყო მსჯელობა. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკაშიც ეს იდეა აღმოჩნდა წამყვანი, რომ ეროვნული ინტერესები არის განმსაზღვრელი იმისთვის, რომ სახელმწიფომ, ქვეყანამ, ერმა საკუთარი მიზნები სწორად დასახოს და მიაღწიოს. ამიტომ ამერიკაც და პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკაც ჩანს, რომ იქნება ორიენტირებული ამერიკის ეროვნულ მიზნებზე და ინტერესებზე. მეორე, ეს გახლავთ ლიბერალური ღირებულებების გადახედვა. ვხედავთ უკვე ამის შედეგებსაც, რაც შეეხება გენდერის საკითხებს, რაც შეეხება სხვა მიმართულებებს ამ მხრივ. და ეს გახლავთ უსაფრთხოების საკითხები, მიგრაციის პოლიტიკა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0