-share.jpg)
ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს და 20 იანვარს, როცა ელოდება ზოგიერთი ოპონენტი, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათი მზერა მიმართულია გარეთ და არა საკუთარი ხალხისკენ. 26 ოქტომბერი იყო ის დღე, რომლისთვისაც უნდა ეზრუნა ოპოზიციას, რომ მიეღო ხალხის მხარდაჭერა და მიიღეს ის მხარდაჭერა, რაც მიიღეს, ამას თავადაც აღიარებენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ყველა ამ პარტიას თავად აქვს დასახელებული ხმების ის რიცხვი, რაც მათ მიიღეს, როგორც ბატონი გახარიას პარტიას აქვს აღიარებული ის რიცხვი, რაც მათ მიიღეს ამომრჩევლის თუ არ ვცდები 70 000 ხმა, ასევე „ლელოს“ და სხვა პარტიებს.
დემოკრატია ასე მოქმედებს, კაპრიზები არ არის დემოკრატიის ნაწილი. გასაგებია, რომ ყველას უნდა იყოს გამარჯვებული, მაგრამ დემოკრატია ასეა, რომ ხალხი წყვეტს ვინ არის გამარჯვებული და ხალხმა ეს გადაწყვიტა, ამას ყველა უნდა შეეგუოს, სხვა გამოსავალი არ არსებობს.
კონსტიტუციის მიღმა ვერ დადგება ვერავინ და დემოკრატიული პროცესის მიღმა ვერავინ ვერ მიიღებს საქართველოში ძალაუფლებას. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ხელისუფლება აირჩევა დემოკრატიული წესით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
0
0
ფრიდრიხ მერცი: რუსეთი ევროპული ქვეყანაა
15/01/2026