ჩიკაგოში მიმდინარე „დემოკრატიული“ პარტიის ყრილობაზე შეკრებილებს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სიტყვით მიმართა:
„აშშ მზად არის, რომ პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად, ისტორიის ახალი ფურცელი დაწეროს. კამალა ჰარისიც მზად არის სამუშაოდ.
ტრამპს და მის „მდიდარ დონორებს“ სჯერათ, რომ „ერთი ჯგუფის წარმატება“ „მეორე ჯგუფის დამარცხებას“ ნიშნავს. მათთვის თავისუფლება ნიშნავს, რომ გავლენიან ადამიანებს შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც მოესურვებათ. დემოკრატებს უფრო ფართო წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე - მუშაკებს საშუალება აქვთ უზრუნველყონ თავიანთი ოჯახები, ისუნთქონ სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი დალიონ, გაგზავნონ თავიანთი ბავშვები სკოლაში ნერვიულობის გარეშე - ისინი სახლში დაბრუნდებიან თუ არა. ეს არის სწორედ ის ამერიკა, რომლისაც კამალა ჰარისსა და ტიმ უოლცს სჯერათ", - განაცხადა ობამამ.
ბარაკ ობამამ ასევე აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება [კანდიდატობის კამალა ჰარისისთვის დათმობის შესახებ] დადებითად შეაფასა.
„ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, როდესაც ჯო ბაიდენს ჩემს გვერდით მუშაობა ვთხოვე. ჩვენ ორივეს ირლანდიური სისხლი გვაქვს, თუმცა მე და ჯო სხვადასხვა წარმოშობის ვართ, თუმცა, ძმები გავხდით. ისტორია ჯო ბაიდენს გაიხსენებს, როგორც პრეზიდენტს, რომელიც დიდი საფრთხის დროს დემოკრატიას იცავდა. ვამაყობ, რომ ის ჩემი პრეზიდენტია, და კიდევ უფრო ვამაყობ, რომ მას ჩემი მეგობარი ჰქვია,“- აღნიშნა ობამამ.
0
0