25/10/2022
12:01
პოლიტიკა
ამერიკა განიხილავს ძველი Hawk საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის გაგზავნას უკრაინაში, - ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.
Hawk-ის აღჭურვილობა იქნება Stinger-ის სარაკეტო სისტემების განახლება - უფრო მცირე, მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც აშშ-მა უკვე გაგზავნა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაჩერებლად.
„ამერიკა განიხილავს ძველი Hawk საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის გაგზავნას უკრაინაში, რათა დაეხმაროს უკრაინას დაიცვას თავი რუსული თვითმფრინავების და საკრუიზო რაკეტების თავდასხმებისგან“, - განუცხადა სააგენტოს წყარომ.
აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, თეთრი სახლი სავარაუდოდ, გამოიყენებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას (PDA) რათა გადასცეს Hawk აღჭურვილობა ომში მყოფ ქვეყანას.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემის პირობა 10 ოქტომბერს უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ დადო.
ამჟამად, არ არის ცნობილი, რამდენი საჰაერო თავდაცვის სისტემის და რაკეტის მიწოდება იგეგმება უკრაინისთვის.
0
0