27/05/2023
12:43
პოლიტიკა
“აღარაა ერთი მილიონი რუსეთში - ეს კარგად ვიცით. დაახლოებით ნახევარი მილიონი თუა და ისინიც ნახევრად ქართველები, ნახევრად რუსები”, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"დღეს დიასპორის დღეა, მინდა მოგილოცოთ და, აქვე, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ გუშინდელი დღე და გავიმეორო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის დიასპორა. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ გავაძლიეროთ დიასპორა - რას ვაკეთებთ და რას არ ვაკეთებ.
დღეს ძნელი დასათვლელია, რამდენს წარმოადგენს ჩვენი დიასპორა. ამბობენ, ერთი მილიონი არის რუსეთში. აღარაა ერთი მილიონი რუსეთში - ეს კარგად ვიცით. დაახლოებით ნახევარი მილიონი თუა და ისინიც ნახევრად ქართველები, ნახევრად რუსები", განაცხადა ზურაბიშვილმა.
0
0