Amazon-ის წარმომადგენლები პროდუქციის მიწოდების სიჩქარის გაუმჯობესებას გეგმავენ, რადგან კომპანია მილიონობით მომხმარებელს კარგავს, ხოლო მისი ჩინელი კონკურენტები, Temu და Shein, უფრო პოპულარული ხდება. 1,85-ტრილიონდოლარიანი ბაზრის მფლობელი კომპანია შეშფოთებულია ჩინეთში დაფუძნებული კომპანიების Temu-სა და Shein-ის მიერ შექმნილი კონკურენციით.
როგორც ცნობილია, ასევე Walmart-ი და Target-ი Amazon-ის დიდი ხნის მეტოქეები არიან.
როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, 2022 წლის სექტემბერში აშშ-ში გაშვების შემდეგ, Temu-ს მომხმარებელთა ბაზა, იანვარში, 51,4 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო, იმავე პერიოდში, Shein-ის მომხმარებლების რაოდენობა 20,9 მილიონიდან 26 მილიონამდე გაიზარდა.
Amazon-ის ინსაიდერების განცხადებით, ამ კონკურენციის დასაძლევად კომპანია ორიენტირებულია ბიზნესის ორ ასპექტზე: მომხმარებელთა ნდობის მოპოვებასა და სწრაფ მიწოდებაზე. Amazon-ი მისი საიმედოობისა და პროდუქციის სწრაფი მიწოდების ხელშესაწყობად შეიმუშავებს სტრატეგიებს. კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ, გააფართოვონ პროდუქტების სპექტრი, რომელიც მიწოდებული იქნება ნივთის (განსაკუთრებით, ელექტრონიკა) გამოწერიდან იმავე დღეს.
"Amazon-ის ლოჯისტიკა მიუწვდომელია. ამიტომ დიდი დრო დასჭირდება ყველას, რომ Amazon-ს სანდო მომსახურების მხრივ კონკურენცია გაუწიოს,“ - თქვა Consumer Intelligence Research Partners-ის თანადამფუძნებელმა, ჯოშ ლოვიცმა.
ასევე TikTok-ი იმედოვნებს, რომ, თავისი უკვე არსებული მომხმარებელთა [მილიარდზე მეტი გლობალური მომხმარებელი] ბაზისა და მარკეტინგის საშუალებით, ჩინური Shein-ისა და Temu-ს ონლაინ საცალო ვაჭრობას დაჩრდილავს. TikTok-ი ჩინეთში საწყობებს ამუშავებს, სადაც ის შიდა წარმოების საქონელს შეინახავს და უშუალო მომხმარებლებს მიაწოდებს.
სინგაპურში დაფუძნებული კომპანია Shein-ი ტანსაცმლის ყველაზე მსხვილი ბრენდია მსოფლიოში. კომპანია თავის ვებსაიტზე, ყოველდღიურად, 6000-ზე მეტ ახალ პროდუქტს აქვეყნებს. 2018 წელს, Shein-ის წლიური შემოსავალი 2 მილიარდ დოლარზე მეტი იყო; 2023 წელს, 150-ზე მეტ ქვეყანაში მიწოდებული ნივთების რაოდენობა რვაჯერ გაიზარდა. Bloomberg-ის ცნობით, კომპანიის გაყიდვები, ამჟამად, 70 მილიარდ დოლარამდე განისაზღვრა. Shein-ის მფლობელი ჩინელი მეწარმე 39 წლის კრის ქსუა, რომელიც მედიაში არ ჩნდება.
The Economist-ის მიერ 2021 წელს ჩატარებული ბიზნესკვლევის მიხედვით, Shein-ის წარმატება შეიძლება განპირობებული იყოს „სწრაფადგანვითარებადი მოდის ვერსიით, რომელიც მომხმარებლებს შეღავათიან ფასებში სთავაზობს ტანსაცმლის მუდმივად განახლებულ ასორტიმენტს.
0
0