17/06/2022
15:49
პოლიტიკა
პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციონერი მამუკა ხაზარაძე საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის დასკვნას გამოეხმაურა.
„ჩვენ დღეს მოვისმინეთ ევროკომისიის რეკომენდაცია და დასკვნა, რომელიც ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს.
ეს მისი მთავრობაა, ეს მისი უნიათო და მავნებლური მთავრობის პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველო აუთსაიდერებში აღმოჩნდა. ახლა კიდევ არის შანსი, მაგრამ ძალიან დაგვიანებულია, იმ საჭირო დოკუმენტის უკან დაბრუნება, რასაც შარლ მიშელის დოკუმენტი ჰქვია. კონსტიტუციური ცვლილებები და პირდაპირ ვაცხადებ, რომ ბუნებრივია, დაველოდებით 24 ივნისს და საბოლოო დასკვნას, მაგრამ თუ ეს შედეგი დარჩა, ეს არის პირდაპირი საბაბი იმისა, რომ ჩვენ ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ მშვიდობიანად და საქართველოში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები.
ამისათვის საჭიროა პირველი - ბიძინა ივანიშვილი უნდა გამობრძანდეს და ქართველ ხალხს უთხრას რატომ მიიყვანა ჩვენი ქართველი ერის მუშაობა, ამდენი ბრძოლა ამ შედეგამდე და რა თქმა უნდა, აუცილებლად არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ უნდა ჩატარდეს თუ არ იქნება მიღებული სრულად პროპორციული ცვლილებები კონსტიტუციაში.
24 ივნისის შემდეგ თუ უარყოფითი შედეგი დადგა, რა თქმა უნდა, ეს მთავრობა სახლში უნდა წავიდეს. ეს არის ჩვენი პოზიცია და დაველოდებით 24-ს. მთელი გულწრფელობით ვლაპარაკობ, რომ ეს სცენარი არ განვითარდეს, იმიტომ რომ დღეს საქართველოს როგორც არასდროს სჭირდება კანდიდატის სტატუსის მიღება. ჩვენი პოზიცია იქნება ურყევი, ამ ქვეყანას „ოცნებას“ ვერ დავუტოვებთ ასეთ მდგომარეობაში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან.
0
0