
ნიუ ჰოსპიტალის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის ლაზარეს მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
‘’ამ წუთისთვის ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც გამოხატულია იმით, რომ მოიხსნა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, არის სპონტანურ სუნთქვაზე, არის კონტაქტური, დაეკონტაქტა მის მშობლებს, რა საკვირველია გარკვეული რისკები რჩება, თუმცა პირველი 24 საათი, ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მომხდარიყო, ანოქსიური დაზიანება.მეტნაკლებად დაძლეულია და ვიმედოვნებ რო ძალიან მალე სახლში წავა ლაზარე.'' - განაცხადა დავით ციბაძემ.
შეკითხვაზე, საჭიროებს თუ არა ლაზარე უცხოეთში მკურნალობას, დავით ციბაძემ უპასუხა, რომ სამედიცინო პერსონალის მხრიდან, არცერთი მიზეზი არის იმისთვის, რომ ბავშვი გადავიყვანოთ უცხოეთში.
,,გართულებების საშიშროებები, როგორც გითხარით უკვე რჩება, იყო ასპირაცია. 72 საათი ჯერ არ გასულა და დარჩება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ, ბავშვი აპარატიდან მოხსნილია.'' - აღნიშნა დავით ციბაძემ.
0
0