
მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” ერთსაათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, აქციის მონაწილეების მოთხოვნა არ შეასრულა, ამ წუთებში, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევას აპირებენ.
როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ხვალ პარლამენტში სესიაა დაგეგმილი და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ხელი შეუშალონ სესიის მუშაობას.
ცნობისთვის, ეს 2 მოთხოვნა იყო:
“მოთხოვნა ორი საკითხისგან შედგება:
დაუყოვნებლივ გაიხმოს ქართულმა ოცნებამ “რუსული კანონი” საქართველოს პარლამენტიდან!
და მეორე – ყველა დაპატიმრებული, რომელიც უკანონოდ დააპატიმრეს გუშინ, დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული.
ზუსტად 1 საათი, ველოდებით ველოდებით, აი, ამ რუსეთის ინტერესების გამტარებლებს, რომ გაიხმონ კანონი პარლამენტიდან და გაათავისუფლოს გუშინ დაკავებული ადამიანები. სხვა შემთხვევაში, გადავალთ შემდგომ ნაბიჯებზე.
მივმართავ აქედან ბიძინა ივანიშვილს, გონს მოეგე და დათანხმდი ხალხის ნებას და თუ 1 საათში არ მივიღებთ პასუხს, მაშინ გამოვაცხადებთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას.”
0
0