11/11/2021
15:18
საზოგადოება
„პენიტენციური სამსახური უფლებამოსილია პატიმარი განათავსოს ნებისმიერ ციხეში, მათ შორის მისი ნების საწინააღმდეგოდ. გატაცებებზე საუბარი ისეთივე არასერიოზულია, როგორც თაკო ჩარკვიანის პოლიტიკოსობა. როგორც ჩანს, პატიმარი სააკაშვილი არ ემორჩილებოდა ბადრაგის აბსოლუტურად კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა მათ. შესაბამისად, სამკურნალო დაწესებულებაში შეიყვანეს იძულებით. რასაკვირველია, არასასიამოვნოა ამგვარი ვიდეოკადრების ხილვა. მით უმეტეს, ქვეყნის ყოფილ მთავარსარდალზე. თუმცა, ვისი ბრალია ეს? თავად სააკაშვილის და მისი სიცრუის მანქანის, რომელიც ირწმუნებოდა - მიწაზე ათრიეს, სცემეს და სხვა პატიმრები აგინებდნენ.
უნდა ითქვას, რომ ციხის თანამშრომლებმა მინიმალური ძალა გამოიყენეს მისი იძულებით გადაადგილებისათვის. უკრაინელი სამართალდამცველების სააკაშვილისადმი არასასიამოვნო, ბრუტალური მოპყრობა ყველას კარგად გვახსოვს. თავად პატიმარი სააკაშვილი კი ფიზიკურად შეეხო ციხის რამდენიმე თანამშრომელს, მათ შორის ექიმს. ამ ვიდეოკადრებიდანაც თვალსაჩინოდ ჩანს, რომ არაფერი ეტყობა დასუსტების ანდა სიგამხდრის. ფაქტია, რომ კვაზი-მოშიმშილეა. გვარამიას, ნაცსექტის და უსირცხვილო ნინო ლომჯარიას მორიგი ტყუილი გაქარწყლდა. დეზინფორმატორთა მავნებლობა რომ ხანმოკლე აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით“, - წერს გია აბაშიძე.
0
0