07/08/2023
12:19
საზოგადოება
„იმ ტიპის მეწყრის წინასწარ პროგნოზირება, რომელიც შოვში ჩამოწვა, ძალიან ძნელია“, - განუცხადა „ქრონიკას“ სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორმა, გეომორფოლოგმა, რეიმონდ ტორესმა.
„იმის მიხედვით, რაც ვიდეოებში ვნახე, შემიძლია, ვთქვა, რომ ეს იყო ე.წ. ბრიფლოუს ტიპის მეწყერი, რომლის წარმოქმნაც დაკავშირებულია სამ ძირითად კომპონენტთან: ბევრ წყალთან, დიდი რაოდენობით მცირე სეგმენტებთან და ფერდობის ძლიერ დაქანებასთან. საქართველოს მთებში ეს სამი კომპონენტი ყველგანაა. ამ ტიპის მეწყრის დინების სიჩქარემ, შესაძლოა საათში 30 კმ-ს მიაღწიოს. მასა გზა და გზა იზრდება და გამანადგურებელი ხდება.
არსებობს სხვა ტიპის მეწყრები, რომლებიც გაცილებით ნელია და ასეთი კატასტროფული შედეგები არ მოაქვს. იმ ტიპის მეწყრის წინასწარ პროგნოზირება, რომელიც შოვში ჩამოწვა, ძალიან ძნელია“, - განაცხადა ტორესმა.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.
ბოლო მონაცემებით[07.09/11:25] მაშველების მიერ 18 ცხედარია ნაპოვნი.
7 აგვისტოს, კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში გლოვის დღეა.
0
0