24/04/2023
16:30
პოლიტიკა
არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც სააკაშვილს საქართველოში დაემართა - ასე პასუხობს გიული ალასანია მედიის კითხვას, საკმარისია თუ არა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მხარიდან გადადგმული ნაბიჯები სააკაშვილის გადასარჩენად.
გიული ალასანიამ განცხადება კლინიკა "ვივამედში" გააკეთა, სადაც მან შვილი მოინახულა. მისი ინფორმაციით, სააკაშვილს გონების კარგვის ეპიზოდი ორჯერ ჰქონდა და დამატებითი კვლევები დასჭირდა.
"აბაზანაში მიდიოდა ჩემი შვილი და მეც გავყევი. უცებ დაიკლაკნა, ჩაიფუშა, ჩავარდა და დიდხანს იყო გათიშული - გაშავებული სახე, დაეხუჭა თვალები. მე არ ვიცი ვინ საიდან მოიტანა, რომ ჩაიმუხლა. რას ნიშნავს ჩაიმუხლა? ცეკვა-თამაშით მიდიოდა თუ რა იყო?! - ჩემი თვალით რაც დავინახე, მე ბრმა ხომ არ ვარ. მაშინვე ანალიზები აუღეს, გადასხმაც რა თქმა უნდა.არ ვარ კმაყოფილი იმ ყველაფრით, რაც დაემართა ამ ქვეყანაში ჩემს შვილს იმიტომ, რომ ამ ქვეყნისგან ჩემს შვილს ეს ყველაფერი არ ეკუთვნოდა," - განაცხადა გიული ალასანიამ.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024