23/09/2024
21:14
არჩევნები 2024
ჩვენ ვართ გარდამტეხ მომენტში და ეს უნდა დავინახოთ არა შიგადაშიგ, არამედ ყოველდღიურად, რაშიც ძალიან გვეხმარება თვითონ „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ ქვეყანაში მე და ჩემი ნაბადის პოლიტიკა დამთავრდა და დამთავრდა ბიძინასთან ერთად. ახლა გადავდივართ ახალ ეტაპზე, რომელიც არის დიდი გამოწვევა ყველასთვის. როგორც ვნახეთ მოლაპარაკებების პროცესში [გახარია-ხაზარაძის] არა არის ადვილი ბევრი რამის დათმობა, არ არის ადვილი იმის დანახვა, რომ შენ მეორე გჭირდება, არ არის ადვილი იმის გაგება, რომ რაც არ უნდა იყო შეთანხმებული იმ მთავარ მიზანზე, რომელსაც ჰქვია საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს მომავალი, გესმოდეს, რომ ჩვენ ვართ სასწაულად გამომწვევ მომენტში ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ჩვენ ვართ მართლა გარდამტეხ მომენტში და ესეც უნდა დავინახოთ და უნდა დავინახოთ არა შიგადაშიგ, არამედ ყოველდღიურად, ამაში ძალიან გვეხმარება თვითონ „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა, დღითი დღე უფრო და უფრო ცხადი ხდება მათი პრორუსულობა, უკვე პრო აღარ არის, უკვე არის რუსულობა",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
0
0