09/04/2022
19:46
ომი უკრაინაში
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთთან ამ ომს ბრძოლის ველზე მოიგებენ.
მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე.
„ვბრუნდები მკაფიო გეგმით:
1. ამ ომს ბრძოლის ველზე მოიგებენ. ევროპული პარლამენტის ფორუმიდან დამატებით 500 მილიონი ევრო უკვე გზაშია. იარაღის მიწოდება უკრაინის საჭიროებებზე იქნება მორგებული.
2. ომის დანაშაულები: რუსეთის სასტიკი თავდასხმა კრამატორსკში დაუცველი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კვლავ აჩვენებს კრემლის სრულ უპატივცემულობას ადამიანის სიცოცხლის მიმართ. ეს მხოლოდ გაზრდის ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ხვალ შეხვედრა გაიმართება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან, რომ განვიხილოთ მორგებული მხარდაჭერა.
3. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე. ჩვენ უკვე დავაწესეთ მასიური სანქციები, თუმცა საჭიროა გაკეთდეს მეტი ენერგეტიკის სექტორში, ნავთობის ჩათვლით.
4. ოთხშაბათს, ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს, რათა განვიხილო შემდეგი ნაბიჯები“, - წერს ჟოზეფ ბორელი.
0
0