17/07/2023
17:41
საზოგადოება
„არ ეშვებიან ბინძურ კამპანიას, ამ ნაძირალობას საკანონმდებლო დონეზე რეგულაცია თუ უშველის, სხვა გზა არ რჩება“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „აჭარანეტზე“ განთავსებულ ლგბტ პროპაგანდის შემცველ ანიმაციურ ფილმს.
მისი თქმით, ყველანაირ საშუალებას იყენებენ, რომ ქართულ საზოგადოებას ეს სრულიად ამორალური პროპაგანდა შეასაღონ.
„არ ეშვებიან ამ ბინძურ კამპანიას. „აჭარანეტმა“ საკუთარ პლატფორმაზე თარგმნა და განათავსა ლგბტ პროპაგანდის შემცველი მულტფილმი. ყველანაირ საშუალებას იყენებენ, რომ რამენაირად შემოასაღონ ქართულ საზოგადოებას ეს სრულიად ამორალური პროპაგანდა.
მას შემდეგ, რაც ღია ფესტივალები და მარშები ჩაუვარდათ, ახალი სტრატეგია აირჩიეს - ირიბად ცდილობენ შემოსაღებას.
მოკლედ, ამ ნაძირალობას საკანონმდებლო დონეზე რეგულაცია თუ უშველის, სხვა გზა არ რჩება“, - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
0
0