
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ POSTV-ის გადამღები ჯგუფისთვის ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე, „გირჩის” წევრს ვიტალი გუგუჩიას 5 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
ზურაბ ჯაფარიძე ამ ფაქტს ეხმაურება, მისი თქმით გუგუჩიას არაფერი დაუშავებია, გარდა საკუთარი ქვეყნისა და ოჯახის დაცვისა.
,,ვიტალი ის ადამიანია ვინც ქოც დეპუტატს რუსული კანონი არგუმენტებით დაახია თავზე საკუთარ პატარა მარკეტში[ფორთოხლის ვიდეოდ ცნობილი]
ამის გამო ის გახდა რუსული ტერორის სამიზნე, აშავებენ, ლანძღავენ, უვრცელებენ ჭორებს, უქსევენ პოსტ ტვ-სა და ზონდერებს
მე იშვიათად შემხვედრია ასეთი წესიერი ადამიანი და ასეთი წესიერი, მშრომელი ოჯახი.
ვინც იმ ცნობილ ვიდეოს უყურეთ, ისედაც მიხვდებოდით და იგრძნობდით ამას
პროკურატურამ ვიტალი გუგუჩიას ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარუდგინა.
დღეს კი ვიტალის 5,000ლარი გირაო შეეფარდა.
ამ ნაბიჭვრების წამოწყებული ტერორიც ამაზეა გათვლილი.
ვიტალის ჰყავს 4 პატარა შვილი, რომლებსაც იმ მარკეტით ინახავს.
მას არაფერი დაუშავებია, გარდა საკუთარი ქვეყნისა და ოჯახის დაცვისა.“ - ამბობს ჯაფარიძე
0
0
კახა კალაძე მილანის მერს შეხვდა
09/06/2025