
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სკანდინავიურ გამოცემასთან საკუთარ ოჯახზე ისაუბრა და თქვა, რომ ომში მყოფი ქვეყნის მართვის მამობასთან დაბალანსება შეუძლებელი ამოცანაა - "ხალხი ამბობს, რომ მე არ ვარ ცუდი პრეზიდენტი, თუმცა ამ მომენტში ნამდვილად არ ვარ კარგი მამა. ჩემს შვილებს ჩემი ცოლი და ომი ზრდიან", - თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მას ომისგან დასვენება და იმის თქმა, რომ უკრაინელები ომს შეეჩვივნენ, არ შეუძლია - "ყველას ტრაგედიით ვცხოვრობ, არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ ომს შეჩვეული ვართ", - თქვა მან.
ამასთან, ზელენსკის თქმით, ომის შედეგებთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.
ინტერვიუსას მან გაიხსენა მომენტი, როცა უკრაინელებმა ოკუპაციისგან პირველი რეგიონის გათავისუფლება შეძლეს - "როდესაც პირველი რეგიონი გავათავისუფლეთ, ახალი ცხოვრების გემოს ჰგავდა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
0
0