02/08/2023
12:01
პოლიტიკა
ფაქტობრივად ეს იყო, რაზეც ოპოზიცია დეზინფორმაციულად ცდილობდა საბოტაჟის გამოწვევას და პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნას. ამ ლოგიკით გამოდის, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია პასუხისგებაშია მისაცემი, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„აქედანაც ძალიან სწორად და კარგად იკვეთება თუ როგორ ანტისახელმწიფოებრივად იქცეოდა რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში 2020 წლის არჩევნების დროს. ისინი ამით ფაქტობრივად შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა უარი და ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.
0
0