
“სტრატრგია აღმაშენებელის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “დღის თემის” წამყვანს, თამთა სანიკიძეს პირდაპირ ეთერში დასმული შეკითხვის გამო დაუპირისპირდა. გადაცემის თემას წარმოადგენდა: შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის არასრული შემადგენლობით, ექვსთვიანი ვადა, ევროკომისიის 12 პუნტი და გაყოფილი პოლიტიკური სპექტრი, რის შესახებაც გადაცემის წამყვანმა გიორგი ვაშაძეს შეკითხვა დაუსვა
თამთა სანიკიძე: თქვენ დღევანდელი პროცესი რეფორმების იმიტაციად შეაფასეთ და ფარსად, მაგრამ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც გაკეთდა თქვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან, ხომ არ ნანობთ, რომ დღეს “სტრატეგია აღმაშენებელი” არ იყო წარმოდგენილი, რადგან იქ იყო ცალკეული მინიშნებები, რომ ყველა საპარლამენტო ბერკეტი, ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ხელისუფლებას შევასრულებინოთ ევროკომისიის 12 პირობა?
გიორგი ვაშაძე: მე მგონი, ამ კითხვით მარტო მე კი არ დამცინით, მგონი თქვენს თავსაც დასცინით და საზოგადოებას დასცინით. რა მოსიმინეთ ამ შეხვედრის მერე? თქვენ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხართ, რომელიც ფინანსდებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჩემს ჩართვამდე 20 წუთი იძულებით მასმენინეთ აუტანელი კითხვებისთვის, რომელსაც პირადად სვამდით, ვითომ ვერ გაიგეთ რომ ამ შეხვედრაზე არაფერი არ მოხდა. ცოტა კორექტული კითხვები უნდა დასვათ, იმიტომ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხართ, ხალხის აზრს უნდა გამოხატავდეთ და ძალიან ბევრი ფულით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებით. უნდა დაასაბუთოთ, რატომ ფინანსდებით ამ ფულით სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
0
0