
იქნება თუ არა კიდევ ერთი ვეტო - ამჯერად ოპოზიციის ნაწილი სალომე ზურაბიშვილისგან ვეტოს მაუწყებლობის შესახებ კანონზე ელოდება.
ოპოზიციის თქმით, ეს პროექტი სრულად ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას. ასევე, განმარტავენ, რომ პარტნიორებთან თანამშრომლობით უნდა მოხდეს კანონის შეცვლა.
"ის, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონი არ არის ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, ეს გვითხრა ევროკავშირმა და შესაბამისად, მე ცხადია ვიზიარებ იმას, რომ ამ კანონისთვის ვეტო უნდა იქნას დადებული, თუმცა ცხადია პრეზიდენტის გადასაწყვეტია. თუ ის არ ადებს ვეტოს, ალბათ, ამასაც განუმარტავს საზოგადოებას, რა მოტივით არ ადებს. არანაირი უხამსობის შესახებ რეგულაციის მიღება ევროკავშირს არ მოუთხოვია ჩვენი ქვეყნისთვის და ცენზურის კანონი მიღებულ იქნა ევროკავშირის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
განსხვავებული პოზიცია აქვთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. მათი განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონის მიღება ევროდირექტივაა, რომელიც 12 რეკომენდაციას უკავშირდება.
0
0