
ჟურნალისტი გოდერძი შარაშია კოლეგის, მარიკა ბაკურაძის „ინტელექტიდან“ და „არტანუჯიდან“ გათავისუფლებას გამოეხმაურა.
„მარიკა ბაკურაძის ჟურნალისტური საქმიანობის 80%, 100 თუ არა, წიგნიერებას ეხება და მას რომ განათლებისა და წიგნიერების სფეროში ყოფნაზე უარს ეუბნები, ეს წარმოუდგენელი ამბავია. მე ძალიან მარტივ გადაწყვეტილებას მივიღებ - ისევ ისე გავაგრძელებ მარიკა ბაკურაძის გადაცემების, რეპორტაჟების, მოყოლილი ამბების ყურებას და ამ გამომცემლობების წიგნების წაკითხვას აღარ გავაგრძელებ“, - ამბობს შარაშია.
მარიკა ბაკურაძე, „ინტელექტის“ და „არტანუჯის“ თანამშრომელი აღარ არის. როგორც თავად ბაკურაძემ დაწერა, 15-წლიანი თანამშრომლობა გამომცემლობებიდან მიღებული ერთი მესიჯით შეწყდა.
მოგვიანებით ფაქტს გამომცემლობებიც გამოეხმაურნენ.
0
0
ძლიერი ქარი და წვიმა - 7 სექტემბრის ამინდი
05/09/2026