
ახლა, ამ წუთას ზარალზე საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელია იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, როდესაც დასრულება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები, შეიქმნება შესაბამისი კომისიები, რომელიც ზარალს დაითვლის.
„შეიქმნება კომისია, გადაწყდება კომპენსირების, ზარალის ანაზღაურების და ინფრასტრუქტურული საკითხები. თუმცა ამაზე ლაპარაკი ახლა ნაადრევია“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
რაც შეეხება სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესების აღდგენას, ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობების შემოწმება, იმის დასადგენად თუ რამდენად უსაფრთხოა სასწავლო პროცესის განახლება.
„განათლების სამინისტრომ უკვე დაიწყო მონიტორინგი. სადაც შესაძლებელი არის, რომ მივიდეთ ფიზიკურად შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ, რომლებიც ამოწმებენ სკოლის უსაფრთხოებას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
0
0