12/07/2023
12:41
მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის როუზ გოტემოელერის განცხადებით, მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, ნატოში უკრაინის გაწევრიანება შეიძლება "მესამე მსოფლიო ომის დაწყებას" ნიშნავდეს.
როგორც როუზ გოტემოელერმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "სრულიად მართალი იყო" როცა თქვა, რომ კიევი მზად არ არის გახდეს ნატოს წევრი, რადგან ეს შეიძლება ნიშნავდეს "საერთო ომის დაწყებას ევროპაში".
„მესამე მსოფლიო ომის დაწყება არ არის ვინმეს ინტერესში არც ევროპაში, არც უკრაინაში და არც გლობალურ ფრონტზე. ნათელია, რომ ნატო მზად არის, რაც შეიძლება მალე მიიღოს უკრაინა, როგორც წევრი ქვეყანა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ნატომ გადაწყვიტა უარი თქვას უკრაინისთვის ე.წ. წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებაზე. როგორც ვიცით, MAP-ი განსაზღვრავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო მიზნებს, რომლებსაც კანდიდატი ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ“, - თქვა გოტემოელერმა.
0
0