
რადიო ,,თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ამ თვეში დაიწყოს.
,,ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ამ თვეში დაიწყოს. ეს შეფერხება დიდ დარტყმად აღიქმება, რადგან იმედი არსებობდა, რომ მოლაპარაკებები 2025 წლის პირველ ნახევარში დაიწყებოდა.
მონტენეგრო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის თვალსაზრისით უფრო შორს წავიდა და მოსალოდნელია, რომ, 2025 წლის 27 ივნისს, ქვეყანა რამდენიმე მოლაპარაკების თავის დახურვით პროგრესს მიაღწევს,’’ - წერს იოზვიაკი.
at the moment it seems unlikely that 🇪🇺 accession talks will be opened with 🇺🇦🇲🇩 this month. Big blow as the hope was that this would happen in the first half of 2025.
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) June 17, 2025
🇲🇪 will close a few EU accession chapters on 27 June
0
0