“დაკარგულებს შორის 4 ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. მათგან 3 არასრულწლოვანია” - ამის შესახებ რადიო “სივრცეს” ბაღდადის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო მშვილდაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, დაკარგულია 3 მოსწავლე: მეოთხე კლასის მოსწავლე ტყუპი და და მე-11 კლასის მოსწავლე ბიჭი.
“მეწყრის შედეგად სახლი მთლიანად დაინგრა. მასში მოყოლილი 4 ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება. სახლში იმყოფებოდნენ მამა და სამი შვილი.” - ამბობს ნინო მშვილდაძე.
როგორც ცნობილია, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, სტიქიას 4 ადამიანი ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „სივრცეს“იმერეთის გუნბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, ამ დროისთვის 5 ადამიანს ეძებენ. მათგან 3 პირი ერთი ოჯახის წევრია. გადარჩენილია ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. - ამბობს გუბერნატორი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს ხელმძღვანელობს.
.ბაღდათის სოფელ ნერგეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა.
მიწის მასა სოფელში ღამის ორი საათისთვის ჩამოვიდა, მაშინ, როცა ყველას ეძინა და ოთხი სახლი მოიყოლა. დაკარგულად ითვლება 5 ადამიანი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ შორის არის სამი ბავშვი და ერთი 20 წლის ახალგაზრდა. მოსახლეობა ჰყვება, რომ მსგავს სტიქიას ნერგეთში არავინ ელოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, ადგილზე იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებიც.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
0
0