
"არ დაუჯეროთ საკუთარ თვალებს! სინამდვილეში რუსულმა ოცნებამ პუტინისგან შეისყიდა ღობეები ხელოვნური ინტელექტით!" - ამის შესახებ ისტორიკოსი სოსო მაჯავიძე სოციალურ ქსელში წერს და გუშინდელ მოვლენებს ეხმაურება.
მანჯავიძის თქმით, "ამ დღეებში საოცარი ევროწკმუტუნი გველოდება"
"არ დაუჯეროთ საკუთარ თვალებს!
სინამდვილეში რუსულმა ოცნებამ პუტინისგან შეისყიდა ღობეები ხელოვნური ინტელექტით!
სწორედ ამ ღობეების მეშვეობით, რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებს ვერაგულად ახტებოდნენ, მზაკვარმა პუტინმა მოახდინა სახელმწიფო გადატრიალების ინსცენირება!
ცეცხლიც თვითონ გააჩინეს, ქვებსაც თვითონ ისროდნენ, პოლიციელებმაც ერთმანეთი დაჭრეს და საერთოდ!
როგორც ფეისბუკის ყოვლისმცოდნე ექსპერტებმა დაასკვნეს, მთელი ოპოზიცია, თავისი ბანიან, მურთაზიან,
ახალაია, ელჩებიანად ბიძინას სცენარის ნაწილი იყვნენ!
თუ არ გჯერავთ მართალ სანდუს და ნეტარ ზელენკის, ურსულოიდებს და ბოლოს, საქართველოს მარადმყვირალ მორალურ კამერტონს, დიად ინგას ჰკითხეთ!
და კიდევ!
ასეც რომ არ იყოს და მართლა გადატრიალებას აწყობდნენ,, რა მოხდა მერე?
თუ ევროპა მხარს გიჭერს, ყველაფერი ნებადართულია-გადატრიალება, ცეცხლი, ძალადობა, ტყუილი, გინება, წყევლა და კრულვა.
მართლა, დოროთე სარუმანი? ტვ პირველ ტვ უკანასკნელში, ან ფორმულაში არ დახატულა?
სხვათა შორის, ასევე ნებადართულია საწყალობელი წკმუტუნიც, როცა ამისთვის პასუხს მოგთხოვენ!
ჰოდა, ამ დღეებში საოცარი ევროწკმუტუნი გველოდება-ვაი, ამათ პატრონს, უბედურს." - წერს სოსო მანჯავიძე
2
0