27/10/2024
14:04
არჩევნები 2024
ამ არჩევნების ლეგიტიმაციის ან არალეგიტიმაციის საკითხი ჯერ ჰაერშია ჩამოკიდებული, ის არავის არ გადაუწყვეტია და ეს არ იქნება მარტივი პროცესი, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნებას” თუ ჰგონია, რომ ცესკოს გამოაცხადებინა შედეგები და ეს საკმარისია იმისთვის, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს, ეს ასე არ არის.”
„არჩევნები დამთავრდა გუშინ. ჯერ ჩვენ წინ გვაქვს საკმაოდ რთული პროცესი არჩევნების და ჩვენი მოქალაქეების ხმების დაცვის და იმ დანაშაულების გამოვლენის, რომელიც ბევრმა საქართველოს მოქალაქემ ეკრანზე ნახა. ჩვენ გველის ძალიან სერიოზული პროცესი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების დასკვნების, რომელთანაც ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ამ არჩევნების ლეგიტიმაციის ან არალეგიტიმაციის საკითხი ჯერ ჰაერშია ჩამოკიდებული, ის არავის არ გადაუწყვეტია და ეს არ იქნება მარტივი პროცესი. “ოცნებას” თუ ჰგონია, რომ ცესკოს გამოაცხადებინა შედეგები და ეს საკმარისია იმისთვის, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის”, - განაცხადა გახარიამ.
ამავე თემაზე საუბრისას გახარიამ განაცხადა, რომ სადამკვირვებლო მისიებმა დასკვნები უნდა გამოაქვეყნონ.
“ეს არის პროცესი“. ჯერ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნები არავის არ გვინახავს ისევე, როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების. ის დასკვნებიც, რომელიც დიდი ალბათობით, დღეს დაიწყება, იქნება გარდამავალი იმიტომ, რომ რეგიონებიდან დარღვევები, რომელიც აღმაშფოთებელი იყო, ძალადობის, ადამიანის უბანზე მოსყიდვის ფაქტები - ეს ყველაფერი გროვდება და შესაბამისად ამ დასკვნებს გააკეთებენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები. ჩვენ ჩვენთვის, როგორც ერთ პარტიას, რაც გვევალებოდა, ჩვენ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებთან ვმუშაობთ უკვე ორი თვეა”, - განაცხადა გახარიამ.
მან ასევე ისაუბრა ცალკეულ დარღვევებზე და აღნიშნა, რომ აქვთ გადაღებული აქვთ შემთხვევა, როდესაც სხვისი პირადობის მოწმობით ადამიანი ხმის მიცემას ცდილობდა.
“ვიდეოთი გვაქვს გადაღებული შემთხვევა, კარუსელის, როდესაც სხვისი პირადობის მოწმობით ადამიანი ხმის მიცემას ცდილობდა. ეს ყველაფერი ახლა გროვდება და რა თქმა უნდა, ამას ექნება შესაბამისი შეფასება, ამ დარღვევებმა მოახდინა თუ არა გავლენა საბოლოო შედეგებზე. საუბარი არის 10%-ზე - ვერ ვიგებთ ეს ხმები საიდან მოვიდა. ჩვენ ამაზე გვაქვს ვერსიები, რომელსაც ვუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს და ამის შემდეგ იქნება ნებისმიერი საკითხი შესაძლებელი და დადგება დღის წესრიგში არჩევნებს ლეგიტიმაციის ან არალეგიტიმაციის შეფასება”, - განაცხადა გახარიამ.
0
0