
მე-10 მოწვევის პარლამენტს დეპუტატი, "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს არ აქვთ გეგმა, რა პრობლემას წარმოადგენს.
მისი თქმით, მათი პარტიის ოფისი საკანონმდებლო ორგანოსთან ახლოს არის, მუდმივად ღიაა და იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეებს დახმარება დასჭირდებათ, მზად არიან დაეხმარონ.
"არ ვარ არც ორგანიზატორი და არც დამგეგმარებელი, შესაბამისად ვერაფერს გეტყვით გეგმებზე. მეც დამკვირვებელი ვარ და ვაკვირდები ახალგაზრდები რას იზამენ, საით წავა ეს პროცესი, იმისთვის რომ ადეკვატური ვიყო ხვალ რომ გათენდება.
რას აპირებენ ვერ გეტყვით, ამ აქციის პრობლემაც ეს არის, არ ვიცი აქციის ორგანიზატორები რას გეგმავენ და როგორ გეგმავენ, როგორ წესი, მაგრამ, საბოლოო ჯამში რომ არავინ არაფერი რომ არ იცის, ეს ფაქტია.
მე რატომღაც მგონია, რომ ყველაფერს აკეთებს "ენჯეო" და პოლიტიკური სპექტრი იმისთვის, რომ ოპოზიციური აქცია დაშალონ, უბრალოდ ეს ხალხი არ იშლება. მიუხედავად იმისა, რომ ათასი პროფესიონალი გამოვიდა მიტინგის დამშლელი, დასაშლელად აქციების. თუმცა, მგონია, რომ ხალხს ესმის სინამდვილეში რა შარში გაგვხვია "ოცნებამ" და ამიტომ მარტივად არ იშლება და იმედია, ასე გაგრძელდება" - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0