28/07/2023
09:41
პოლიტიკა
რა ფორმატით განაგრძობენ "ნაციონალურ მოძრაობაში"თანამშრომლობას ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის ფლანგები, უცნობია. ყოფილი თავმჯდომარის თანაგუნდელებისთვის ჩრდილოვანი მმართველობა მიუღებელია, ხაბეიშვილის მხარდამჭერები კი, ამ ფაქტს კიდევ ერთხელ უარყოფენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა და არც პარტიის შექმნის რესურსი არ გააჩნია.
"ამ ადამიანს არ აქვს შესაბამისი ქარიზმა, სახალხო მხარდაჭერა და აქედან გამომდინარე, ვერც პარტიას აკეთებს. აქედან გამომდინარე, ჩემი საქმე არ არის, რა მომენტში შექმნის, ან გააკეთებს, წავა თუ დარჩება. ჩვენ ჩვენი საქმე და დღის წესრიგი გვაქვს.
ვინც ამ პარტიას ებრძვის, ლანძღავს, მისი წინსვლა არ უხარია, გასაგებია, რომ საკუთარ თავს აყენებს ამ პარტიის მიღმა," - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.
0
0