
უნდა ჩაერთოს თუ არა ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში აქტიურად? - მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მათი რეიტინგისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მიიღებენ თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას ოპოზიციის წარმომადგენლები. უმრავლესობაში სრულ გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ ოპოზიცია მხოლოდ "თავიანთი პატრონების" დავალებას ასრულებს და ასე იქნება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხის შემთხვევაშიც.
"რეალურად, არც არავის არ აინტერესებს კოლექტიური ნაცმოძრაობის ფარსი, რომლებიც ერთმანეთში დაპირისპირების წარმოჩენას ცდილობენ, თითქოს თვითმმართველობაში მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთი მთავარი თანხმობა აქვთ ნათქვამი - თანხმობა თავიანთი პატრონების დავალების შესრულებაზე. ყოველ შემთხვევაში, ამ დავალების შესრულების მცდელობაზე მაინც. შესაბამისად, ახლა ყველანაირად ცდილობენ, რომ დავალებიდან გამომდინარე, თუ ეტყვიან, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა, უკვე ნათქვამი ექნებათ ასეთი პოზიცია, თუ ეტყვიან, რომ მიიღეთ მონაწილეობა, ასეთი პოზიციაც დაფიქსირებული ექნებათ. ჩვენ, რეალურად ვხედავთ ამ ცირკს", - ამბობს არჩილ გორდულაძე.
0
0