
ალჟირის ჩრდილოეთ ნაწილში ტყის ხანძრების შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სამოქალაქო დაცვის ორგანოების ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპირო ზოლის გასწვრივ რამდენიმე პროვინციაში ათობით ხანძარი გაჩნდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა საიდ საიუდმა განაცხადა, რომ სულ მცირე 54 ადამიანს დამწვრობა აქვს მიღებული, რომელთაგან სულ მცირე ექვსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი. მისივე ინფორმაციით, ხუთი ადამიანი ხიჯელის პროვინციაში დაიღუპა, ოთხი ბეჯაიაში და სამი ტიზი-უზუში.
სამოქალაქო დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ მეხანძრეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 69 ხანძარს ებრძვიან.
BBC წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ალჟირში ზაფხულის თვეებში რეგულარულად ხდება ტყის ხანძრები, კლიმატის ცვლილებამ ქვეყანაში ბოლო დროს გაჩენილი ხანძრების ინტენსივობა და სიმძიმე გაამწვავა.
0
0