-share.jpg)
ალუმინის მწარმოებელი რუსული კომპანია Rusal-ის თავმჯდომარემ, ბერნარდ ზონეველდმა, უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი ხოცვის ობიექტური გამოძიება მოითხოვა.
ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის ამსახველი შოკისმომგვრელი სურათები Agence France-Presse-მა შაბათს, იმავე დღეს გადაიღო, როდესაც უკრაინამ ქალაქი რუსული ჯარისგან გათავისუფლებულად გამოაცხადა. ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულობების შესახებ ინფორმაცია მაშინ გავრცელდა, როდესაც ისინი [რუსები] კიევის მახლობლად მდებარე ტერიტორიებიდან უკან იხევდნენ, დედაქალაქის ალყაში მოქცევის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.
ბუჩაში თითქმის მუდმივი ხანძარსაწინააღმდეგო ბრძოლები 5 კვირა გაგრძელდა. ოფიციალური პირები და უფლებადამცველი ჯგუფები რუსულ სამხედრო ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში ადანაშაულებენ.
„უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი [სავარაუდო] სისასტიკის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ შოკში ჩაგვაგდო. მიგვაჩნია, რომ ეს დანაშაული საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ დანაშაულის ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას და მოვითხოვთ დამნაშავეთა მკაცრად დასჯას, რაც არ უნდა რთულად ჟღერდეს ეს მიმდინარე საინფორმაციო ომის კონტექსტში“, - განაცხადა Rusal-ის თავმჯდომარემ, ბერნარდ ზონეველდმა.
ზონეველდი განცხადებაში არ საუბრობს, თუ ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ბუჩაში ჩადენილ სავარაუდო „სასტიკ დანაშაულზე“, თუმცა დასძენს, რომ „ასეთი ინციდენტები ამ საშინელ ტრაგედიას უფრო მტკივნეულს ხდის“.
„ჩვენ ყველას ვუსურვებთ ამ ძმათამკვლელი კონფლიქტის ადრეულ დასრულებას, რომელიც ხელყოფს სიცოცხლეს, ანადგურებს ოჯახებსა და მთელ ქალაქებს. გვინდა, რომ ამ და მსგავს დანაშაულის ჩადენაზე პასუხისმგებელი პირები სათანადოდ დაისაჯონ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბერნარდ ზონეველდმა დასძინა, რომ Rusal-ი მხარეებს მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებისკენ მოუწოდებს „ადამიანთა ფასდაუდებელი სიცოცხლის შესანარჩუნებლად და ცხოვრების ნორმალური მდგომარეობის დასაბრუნებლად“.
Rusal-ის დამფუძნებელმა, რუსმა მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ, გასულ კვირას Telegram-ის საშუალებით განაცხადა, რომ "ომი "სიგიჟეა" და ეს შეიძლებოდა უკვე მოგვარებულიყო მოლაპარაკებების გზით".
0
0